ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის რეკონსტრუქციის პროექტებში დიდძალი ფული გაიფლანგა


ფედერალური აუდიტის საფუძველზე, დგინდება რომ ამერიკის საერთაშoრისო განვითარების სააგენტომ, რომელიც ერაყში რეკონსტრუქციის პროექტებში მოქმედი ფულის ადმინისტრაციას ახორციელებს-საეჭვო საბუღალტრო ზომები გამოიყენა დანახარჯების ზუსტი რაოდენობის საანგარიშoდ, და ეს პრობლემები დროულად არ აცნობა ამერიკის კონგრესს. აუდიტის ანგარიში იტყობინება, რომ ოფიციალურ პირებს 50 მილიონი დოლარი დაერიცხათ ბავშვთა საავადმყოფოს რეკონსტრუქციისთვის ერაყის სამხრეთის ქალაქ ბასრაში, თუმცა ბიუჯეტი ამ მიზნისთვის, როგორც აღმოჩნდა 150 მილიონ დოლარამდე იყო გაბერილი. აუდიტის ავტორები აცხადებენ, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დამატებითი თანხის დახარჯვა დამალა, რაც ადმინისტრაციულ დანახარჯებად დაარეგისტრირა. ანგარიშში ასევე მსგავსი პრობლემები იქნა დაფიქსირებული ბაღდადის ელექტროენერგიის უზრუნველყოფის პროექტშიც.
XS
SM
MD
LG