ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტი ბუში ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს ხვდება.


მხარეები მიმოიხილავენ ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციების საკითხს. ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტონი ბლერს სურს გაეროს უშიშროების საბჭოსაგან რეზოლუციის მიღება, რომელიც განმუხტავდა დაძაბულობას რეგიონში. პრეზიდენტი ბუში და პრემიერ-მინისტრი ბლერი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტები გახდნენ, რადგანაც უარს აცხადებენ ისრაელს მოთხოვონ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. ამ ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ მზადაა ისევ ჩავიდეს ახლო აღმოსავლეთს, რათა მიაღწიოს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის კონფლიქტის დარეგულირებას. მას არაფერი უთქვამს იმის თაობაზე თუ როდის შეიძლება იგი გაემგზავროს ახლო აღმოსავლეთს. კუალალუმპუში დღეს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა მას სურს შეხვედრები იქონიოს იმ ამერიკელ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც რეგიონში მიმდინარე მოლაპარაკებებში იღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG