ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯავშანტექნიკა ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან გაიყვანეს.


ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის დროს ოცზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. მათ შორის ქალები და ბავშვები. ისრაელის ავიაცია კვლავაც განაგრძობს სამიზნე ობიექტების დაბომბვას ღაზის სექტორის ჩრდილოეთში. პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა რომში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გატაცებულ ებრაელ ჯარისკაცს აუცილებლად გაათავისუფლებენ. სხვა პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ წუთებში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ ჯარისკაცის გათავისუფლებაზე. გამტაცებლები მოითხოვენ ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლებას.

XS
SM
MD
LG