ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია მზად არის სამშვიდობო ძალები გადაისროლოს ლიბანის სამხრეთში


ავსტრალიის პრემიერ მინისტრი ჯონ ჰოვარდი აცხადებს, რომ ლიბანის სამხრეთში ავსტრალიას საშუალება აქვს სამშვიდობო ჯარები გაგზავნოს, თუკი ამ ერთობლივ სამშვიდობო ძალას ჰეზბოლას განიარაღების საშუალება მიეცემა.

თუმცა, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე დოუნერი აცხადებს, რომ იქ სამშვიდობო ჯარების გაზავნა მაშინ როცა ცეცხლის შეტყვეტის შეთანხმება არ არსებობს, თვითმკვლელური ომის ტოლფასი იქნება.

რომში ჩატარებულმა საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისზე მუშაობდა- დაადგინა, რომ ასეთი საერთაშორისო სამშვიდობო ძალა გაეროს მიერ უნდა იქნას შექმნილი. მიუხედავად ამისა, შეხვედრისას არ ყოფილა დაკონკრეტებული მათი შემადგენლობა, ზომა, მანდატი, და სტრატეგია.

XS
SM
MD
LG