ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლას მებრძოლების წინააღმდეგ მიმართული სახმელეთო ოპერაციები არ გაფართოვდება


ისრაელის მედია აცხადებს, რომ ქვეყნის უშიშროების კაბინებტმა გადაწყვეტილება მიიღო ლიბანში ჰეზბოლას მებრძოლების წინააღმდეგ მიმართული სახმელეთო ოპერაციები არ გაფართოვდეს.

ოფიციალური განცხადებებით, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა კაბინეტს განუცხადა რომ ისრაელი დასახულ ამოცანებს ასრულებს.

მინისტრები შეთანხმდნენ რომ ლიბანში საჰაერო და შეზღუდული სახმელეთო შეტევები უნდა გაგრძელდეს.

გუშინ, ისრაელმა 17 დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების მანძილზე ყველაზე დიდი ზარალი განიცადა ცოცხალ ძალაში, როცა 9 ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაიჭრა.

ისრაელის ძალებმა ლიბანის სამხრეთში მძიმე არტილერიითა და ავიაციით დღეს კვლავ მიიტანეს იერიში სამიზნე ობიექტებზე.

ჰეზბოლამ კი დამატებითი რაკეტები დაუშინა ისრაელს. დაიღუპა სულ მცირე სამი ლიბანელი. ჯერჯერობით უცნობია ისრაელის მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.

ამ ფონზე, ისრაელის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ რომში მიმდინარე საერთაშორისო დონის შეხვედრამ, რომელიც შეთანხმების გარეშე დასრულდა, ისრაელს მწვანე შუქი მისცა თავდასხმების გასაგრძელებლად.

XS
SM
MD
LG