ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია შეთანხმებას  ლიბანში ოთხი მშვიდობის მყოფელის მოკვლის თაობაზე


გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია შეთანხმებას განცხადების ტექტზე, რომელშიც ისრაელს გმობენ ლიბანში ოთხი მშვიდობის მყოფელის მოკვლისათვის. მოლაპარაკება ამ თემაზე ჩაიფუშა მას შემდეგ, რაც აშშ-მა არ მიიღო ტექსტის ის პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის არმიამ განზრახ ამოიღომიზანში გაეროს შენობათა კომპლექსი ლიბანში. უშიშროების საბჭოს სხდომა ამ თემაზე დღეს განაახლებს მუშაობას. აშშ-ის დესპანმა გაეროში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჯერ საჭიროა ამ ინციდენტის გულდასმით გამოძიება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელმა განზრახ გაუხსნა ცეცხლი გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფის შენობას, რომელზეც ნათლად არის გამოსახული გაეროს ნიშნები. ამას გარდა ისრაელს მანამდე არა ერთხელ მოუწოდეს არ გაუხსნას ცეცხლი ამ შენობას. ისრაელი აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას.

XS
SM
MD
LG