ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მზადაა ისევ ჩაებას ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევაში


დღეს მალაიზიაში გაკეთებული განცხადების თანახმად ქალბატონი რაისი მზადაა ნებისმიერ დროს დაბრუნდეს ახლო აღმოსავლეთში თუკი ამან შეიძლება თან მოიტანოს დაზავება და სისხლის ღვრის შეწყვეტა ლიბანში. კონდოლიზა რაისი ამჟამად კუალალუმპუში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ასეანის სახელმწიფოთა ყოველწლიურ ფორუმზე.

როგორც მან თქვა ჯერ-ჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი თუ საით გაემგზავრება ქალბატონი რაისი შეხვედრის დასრულების შემდეგ. იგი უკვე ეწვია ბეირუთს, იერუსალიმს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს და რომს. სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე.

აშშ-ი დაჟინებით აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი პირობებით იქნას მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა, რომლის ძალითაც შესაძლებელი შეიქმნება სტაბილური დაზავების მიღწევა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის.

XS
SM
MD
LG