ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ქართველი ჯარისკაცები დაიჭრნენ


ერაყის ქალაქ ბაქუბაში ჭურის აფეთქების შედეგად 6 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. როიტერის მიერ გავტცელებული ინფორმაციის თანახმად მოთარეშეებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართული ძალების საგუშაგოს, 4 ჯარისკაცი მსუბუქად, ხოლო 2 კი მძიმდედ არის დაჭრილი.

ბაღდადში ტერ-აქტებს ჰქონდა ადგილი. დაიღუპა 31-ი ხოლო დაიჭრა 115-ი კაცი. პოლიციის განცხადების თანახმად ბაღდადის კომერციულ უბანში ააფეთქეს დანაღმული ავტომობილი.

ამის პარალელურად ნაღმსატყორცნიდან გახნილი ცეცხლის შედეგადაც დაიღუპა ხალხი. კარადას სახელით ცნობილი კომერციული უბნის კონტროლი შიიტთა ხელშია. დღემდე მიიჩნევდნენ, რომ ეს უბანი შედარებით უსაფრთხო იყო.

XS
SM
MD
LG