ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში პალესტინელ მეამბოხეებსა და ისრაელის ჯარებს შორის მომხდარი შეტაკებებისას 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, იქნა მოკლული


ასევე მოკლულია დაჯგუფება ჰამასის 6 შეიარაღებული და ერთიც ისლამური ჯიჰადის წევრი. თვითმხილველთა თქმით, ისინი მაშინ დაიღუპნენ, როცა ისრაელის საჯარისო ნაწილები, ტანკებითა და ბულდოზერებით ღაზის ჩრდილოეთში შედიოდნენ. ათობით ადამიანი, მათ შორის პალესტინელი და იაპონელი ჟურნალისტები- ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმებისას დაიჭრნენ. ეს საჰაერო რეიდები ისრაელის განცხადებით მეამბოხეთა წინააღმდეგ არის მიმართული. 25 ივნისს, პალესტინელი მეამბოხეების მიერ ებრაელი ჯარისკაცის გატაცების დღიდან, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ დაწყებულ იერიშს უკვე მოჰყვა 100ზე მეტი პალეტსინელი მეამბოხის სიკვდილი.

XS
SM
MD
LG