ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიის თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარებით ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა


იორდანიის თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარებით ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ეს პირველი რეისია მას შემდეგ რაც ორი კვირის წინათ ისრაელმა აღნიშნული აეროდრომის დაბომბვა დაიწყო. დღევანდელი რეისი ამანიდან ისრაელის უშუალო ნებართვით განხორციელდა. ისრაელმა ასევე გახსნა სახმელეთო დერეფანი ლიბანში საერთაშორისო დახმარების ჩასატანად. ჰუმანიტარული ორგანიზაციები იმედოვნებენ რომ შეძლებენ სურსათის და მედიკამენტების მიწოდებას ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით სატვირთო მანქანების კოლონა უკვე გამზადებულია სირიიდან ლიბანში გასამგზავრებლად როგორც კი ისრაელი უსაფრთხოების უზრუნველყოფას შესძლებს.

XS
SM
MD
LG