ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება გააფთრებული ბრძოლები ისრაელის ჯარებსა და ჰეზბოლას მეომრებს შორის


გრძელდება გააფთრებული ბრძოლები ისრაელის ჯარებსა და ჰეზბოლას მეომრებს შორის ლიბანის ქალაქ ბინტ ჯბაილის მიდამოებში. არაბული საინფორმაციო წყაროების განცხადებით ჰეზბოლას მეომრებმა ისრაელის 12 ჯარისკაცი მოკლეს ამ შეტაკებაში. ისრაელის ჯარები უკვე 4 დღეა უშედეგოდ ცდილობენ ამ ქალაქის აღებას. ამასობაში ისრაელის ავიაცია აგრძელებს ლიბანის ტერიტორიის დაბომბვას. ისრაელის პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს განზრახული აქვს ლიბანის საზღვართან 2 კილომეტრიანი უშიშროების ზონა შექმნას ჰეზბოლას მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა გაეროს სამშვიდობოების 4 ჯარისკაცის დაღუპვის გამო რომლებიც ისრაელის საჰაერო თავდასხმას შეეწირენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა პირდაპირ დაადანაშაულა ისრაელი გაეროს სამეთვალყურო პოსტის რამდენიმე საათიან დაბომბვაში. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარყო კოფი ანანის მტკიცება. იგალ პალმორის განცხადებით:” ვერ გამიგია რატომ უნდა დაგვებომბა გაეროს დამკვირვებლები? რა სიკეთე უნდა მოეტანა ამას ჩვენთვის სამხედრო ან პოლიტიკური თვალსაზრისით?”

XS
SM
MD
LG