ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე არ დგას


ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ-მალიკი აცხადებს რომ მიუხედავად უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებით გამოწვეული კონფლიქტისა, ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე არ დგას.

ამავე განცხადების თანახმად მთავრობა დაუღალავად მუშაობს რომ მოაგვაროს რელიგიური დაპირისპირება და დააკავონ მეამბოხეები რომლებიც ამ კონფლიქტის გამომწვევნი არიან.

ამავე განცხადებაში პრემიერ მინისტრმა დასძინა რომ კოალიციური ჯარები მაშინ დატოვებენ ერაყის ტერიტორიას როდესაც ერაყის შეიარაღებული ძალები შეძლებენ დამოუკიდებლად დაიცვან ქვეყანა.

გაეროს უკანასკნელი მონაცემების თანახმად ერაყში ყოველ დღე 100-მდე მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ.

ხვალ ვაშინგტონში დაგეგმილია შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის.

XS
SM
MD
LG