ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის შეიარაღებული ძალები ლიბანის სამხრეთში შეიჭრნენ.


დღეს ქალაქ ბინტ-ჯაბაილის მახლობლად ჰეზბოლას პარტიზანებსა და ისარელის სამეხდრო ძალებს შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი.

ისრაელის ოფიციალური პირები იუწყებიან რომ შეტაკების დროს დაიჭრა 10 ებრაელი ჯარისკაცი და დაიღუპა რამდენიმე ჰეზბოლას პარტიზანი.

ღამით განხორციელებული ოპერაციის დროს ისარელის შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს ორი ჰეზბოლას პარტიზანი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად სახმელეთო ოპრეციები ლიბანში აუცილებლობას წარმოადგენს კონფლიქტის დასარეგულირებლად.

ისარელის ჩრდილოეთში ისრაელის შვეულმფფენი დაეჯახა მაღალი ძაბვის ანძას, რის გამოც დაშავდა ორი მფრინავი.

XS
SM
MD
LG