ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი მოულოდნელად ჩავიდა ბეირუთში


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოულოდნელად ჩავიდა ბეირუთში და ლიბანის პრემიერ-მინისტრს ფუად სინიორას ელაპარაკა ისრაელის იერიშის შესახებ ხესბოლას წინააღმდეგ ლიბანში.

ქალბატონი რაისი სამხედრო შვეულმფრენით ჩაიყვანეს ბეირუთში, სადაც ის ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა თავად ხეზბოლას წარმომადგენელთა გარდა, რომელსაც ამერიკა ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.

ბეირუთიდან ის იერუსალიმში გაფრინდება და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს შეხვდება, შემდეგ კი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.

კონდოლიზა რაისის განცხადებით ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის მიზეზის ამოძირკვას უნდა ითვალისწინებდეს, რაც მისი აზრით ხესბოლას მიერ ისრაელისთვის შექმნილი მუქარაა. მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები ებრაელებისთვის მომგებიანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობაა, მისი თმით:” ისრაელი კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებას უჭერს მხარს და სამშვიდობო ოპერაციაში ნატოს ჯარების გამოყენება სურს.”

კონდოლიზა რაისი კი ამტკიცებდა რომ ირანის და სირიის მიერ ხესბოლას მხარდაჭერამ გამოიწვია აღნიშნული კონფლიქტი.

XS
SM
MD
LG