ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციის ძალებმა თალიბი მეამბოხეები გაანადგურეს


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ამ ქვეყნის უშიშროების ძალებმა 19 თალიბი გაანადგურეს და 17 დაატყვევეს ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი შეტაკების დროს. როგორც აღნიშნული პროვინციის გუბერნატორის თანაშემწემ განაცხადა დაკავებულთა შორის 2 პაკისტანელია. ღაზნის პროვინციაში კი თალიბებმა პოლიციის საგუშაგო ააფეთქეს და სამი პოლიციელი მოკლეს. ამასთან ერთად ქალაქ ყანდაარში კამიკაძეების მიერ მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა მათ შორის 2 კანადელი ჯარისკაცი, დაჭრილია 35 კაცი.

XS
SM
MD
LG