ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ტანკები და ჯავშნიანი მანქანები ლიბანის ტერიტორიაზე შეიჭრნენ


ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ორი სატელევიზიო ანძა დაბომბეს ჩრდილოეთ ლიბანში, რომლებითაც მობილური სატელეფონო კომპანიებიც სარგებლობდნენ. ისრაელის ავიაციამ გუშინდელი ღამის განმავლობაში 150 სამიზნე გაანადგურა ლიბანში. ისრაელის ტანკები და ჯავშნიანი მანქანები კი ლიბანის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სოფელი მალუნ ალ-რასი დაიკავეს. ისრაელის გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-ლეიტენანტ დან ჰალუცის განცხადებით ისრაელი შეზღუდულ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს. მისი თქმით:” ისრაელი ძირფესვიანად ამოძირკვავს ტერორისტებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იბრძვიან.” თავის მხრივ ჰეზბოლაც აგრძელებდა ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას დაბომბვას.
XS
SM
MD
LG