ზაფხულის სეზონზე სახელოვნებო ეპიდცენტრი, უმეტეს წილად თბილსიდან შავი ზღვის პირას ინაცვლებს: ბათუმი, ქობულეთი, კვარიათი, გონიო და ა.შ. თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჯერ კიდევ მიმდიანრეობს ფესტივალი “არტ გენი”, წელლს არტ გენი უკვე მესამედ ტარდება, წლევანდელ ფესტივალზე დაინტერესებულ მაყურებელთა რაოდენობა აშკარად გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წლებში.
ასევე გაზრდილია ფესტივალის მთლიანი ქრონომეტრაჟი და საფესტივალო პორგრამა. მაშინ, როდესაც “არტ გენი” დასრულდება, ბათუმსა და კვარიათში ახალი ფესტივალი დაიწყება. ამ წელს შავი ზღვის სანაპიროზე ბევრი, სხვადასხვა სახის ფესტივალი, შევხედრები და კონცერტებია დაგეგმილი. ერთერთი მათგანის შესახებ, კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი გვიამობობს.
გიორგი ოვაშვილი _ ბათუმში ახალგაზრდული შემოქმედებითი პროგრამა, 23 ივლისიდან 3 აგვისოტმდე გაიმართება, ჩვენ ველით სხვადასხვა ქვეყნებიდან ძალიან ბევრ საინტერესო ხელოვანებს და ვფიქორბ, რომ ეს 10 დღე კვარიათში ძალიან საინტერესო იქნება.
ახალგაზრდა შემოქმედთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბევრი სტუმარი ჩამოვა. ერთერთი მათგანი უკვე თბილისშია, ეს არის ახალგაზრდა მსახიობი ყაზახეთიდან, რომელსაც უკვე მრავალი მნიშვნელოვანი როლი აქვს განსახიერებული და მისი სახელი არა მხოლოდ ყაზახეთში თუ მის მეზობელ ქვეყნებშია ცნობილი. მას უკვე ამერიკაშიც იცნობენ. აიანატ ესმა გამბეტოვა, რომელმაც მისი ყველაზე ცნობილი როლი, ქართველ მსახიობთან, ბაადურ წულაძესთან ერთად განასახიერა.
საქართველოში ის პირველად არის. აიანატ ესმა გამბეტოვა _ დიახ პირველად ვარ თბილისში და ყველაზე დიდი შტაბეჭდილება ხალხმა მოახდინა, მათ შესახებ ბაადურ წულაძისგანაც მსმენობა. მე აქ ჩამოვიტანე ფილმი, “ლეილას ლოცვა”, სადაც ბატონ ბაადურთან ერთად ვმონაწილეობ და სწორედ ეს ფილმი იქნება ამ პროგრამაში ნაჩვენები. ამ ფილმის რეჟისორი საკენ ნარიმბეკოვია და ის 2002 წელს არის გადაღებული. ფილმის და მისი ახალგაზრდა პარტნიორის შესახებ ბაადურ წულაძეც გვიამბობს.
ბაადურ წულაძე _ ასეთი სიუჟეტია, რომ ეს ორი გმირი სოფელში ცხოვრობს, რომელთაც სოფელი, როგორც გიჟებს ისე უყურებს. ორივე მთავარ როლში ვართ, ამიტომ სულ ერთად ვიყავით. ეს მისთვის პირველი როლი იყო და ძალიან მარტივად ითვისებდა ყველაფერს. ერთი სცენაა, როდესაც მე ვკვდები და აიანი ჩემს საფლავზე დგას, გადაღებისას უნდა ეტირა, მაგრამ ვერ მოახერხა. მერე, როგორც მომიყვნენ, უთხრეს რომ წარმოიდგინე ძია ბადური მოკვდაო და ისეთი ტირილი დაუწყია, ვეღარ გააჩერეს. ასე, რომ ვინც უახლოესი ათი დღის განმავლობაში შავი ზღვის პირას მოხვდება, მას ძალიან საინტერესო სანახაობა ელის. ეს ერთ_ერთი ფესტივალია, რომელიც ბათუმსა და კვარიათში გაიმართება. სხვა მოსალოდნელი კონცერტებისა და ფესტივალების შესახებ მომავალ გადაცემებში გიამბობთ.