ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი უკვე მეათე დღეა განაგრძობს სამხედრო ოპერაციებს ლიბანში


დღე-დღეზე მოსალოდნელია ისრაელის სახმელეთო ჯარების ლიბანის სამხრეთში შეჭრა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ სახმელეთო ძალების ლიბანში შეჭრა აუცილებელია, რათა ჰეზბოლას მიერ რაკეტების დაშენა შეწყდეს.

ისრაელის არმიაში რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ისრაელის უშიშროების კაბინეტის წევრმა ისააკ ჰერცოგმა შემდეგი განცხადება გააკეთა ლიბანის ტერიტორიაზა მოსალოდნელ შეჭრაზე

-“ყველანაირად შევეცდებით, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არავითარი ზიანი არ მიადგეს.”

ბეირუთში ლიბანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბანის შეიარაღბული ძალები დაიცავს ქვეყნის საზღვრებს თუ ისრაელი მის ტერიტორიაზე შეჭრას გაბედავს. ამ ფონზე ჰეზბოლამ ისრაელის რამოდენიმე დაბასა და საპორტო ქალაქ ჰაიფას დაუშინა რაკეტები. დაუზუსტებელი მონაცემებით ათი კაცი დაიღუპა.

დღეს ისრაელის ავიაციამ დარტყმა მიიტანა ლიბანის სამხრეთში ბეირუთის შორიახლოს.

XS
SM
MD
LG