ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ლიდერები ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ


ვატიკანში რომის პაპმა ბენედიქტე მე-XVI ლიბანში სისხლის ღვრის შეწყვეტა მოითხოვა და განაცხადა, რომ ამიერიდან კვირა დღე მშვიდობისათვის ლოცვის დღედ გამოცხადდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში აღიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია ლიბანში უკვე სცდება ანტი-ტერორისტული ოპარაციის მასშტაბებს. რუსეთიც ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

ევრო კავშირმაც გააკეთა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე და განაცხადა, რომ თორმეტ მილიონ დოლარს გამოყოფს ამ კონფლიქტში დაზარალებულთათვის. ეს განცხადებები განსაზღვრულწილად უპირისპირდება აშშ-ის პოზიციას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას თუმც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამისათვის შესაბამისი პირობები შეიქმნება.

აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ იგი არ აპირებს მიუთითოს ისრაელს ის, თუ რა უნდა გააკეთოს მან. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს იკრიბება, რათა განიხილონ შექმნილი მდგომარეობა. რაისი და კოფი ანანი დღეს ხვდებიან ერთმანეთს ნიუ-იორკში, რათა ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ ლიბანის კრიზისზე.

XS
SM
MD
LG