ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ავიაცია უკვე მეცხრე დღეა ბომბავს ლიბანის ტერიტორიას


ამ ფონზე ლიბანის სამხრეთში ისრელის სახმელეთო ძალებსა და ჰეზბოლას შორის მძიმე ბრძოლებს ჰქონდა ადგილი. ამას გარდა კიდევ ორი რაიონიდან იუწყებიან ბრძოლების შესახებ ისრელ-ლიბანის სასაზღვრო რაიონში. ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება დაწვრილებითი ინფორმაცია ამ ბრძოლების შესახებ, თუმც ისრაელის შეიარაღებულ ძალთა სარდლობა აცხადებს, რომ დაჭრილია ისრაელის სამი ჯარისკაცი, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

ისრაელის სახმელეთო ძალები ცდილობენ ჰესბოლას იარაღის საწყობებისა და რაკეტების გატყორცნის ობიექტების მოსპობას ლიბანის სამხრეთში. ამ კვირის განმავლობაში ჰეზბოლამ ასობით რაკეტა დაუშინა ისრაელის დაბებსა და ქალაქებს. სამხრეთ ბეირუთში ისრაელის ავიაციამ მასიური დარტყმა მიიტანა ბუნკერზე, რომელშიც ჰესბოლას მაღალი რანგის ოფიციალური პირები აფარებდნენ თავს. როგორც ისრაელი აცხადებს ბუნკერის ასაფეთქებლად 23-ი ტონა ფეთქებადი მასალა იქნა გამოყენებული.

თავის მხრივ ჰეზბოლა ამტკიცებს, რომ ბუნკერს ბომბები არ მოხვედრია, მაგრამ განადგურებულია მეჩეთის სამშენებლო ობიექტი. ამავე განცხადების თანახმად ჰეზბოლას ოფიციალური პირები უვნებლად გადარჩნენ. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ჰეზბოლა ცდილობს ისრაელის სახმელეთო ძელაბი, რაც შეიძლება ღრმად შეიტყუოს ლიბანის ტერიტორიაზე, რადგანაც ჰეზბოლამ კარგად უწყის, რომ მას უპირატესობა ექნება ისრაელის ძალებზე თარეშულ ოპერაციებში.

ჰეზბოლამ დღეს ისრაელის ქალაქ ტიბერიას დაუშინა რაკეტები.

XS
SM
MD
LG