ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას თბილისში გადმოასვენებენ


13 წელი გავიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაღუპვიდან. ცნობილია, რომ მაშინ, 1993-ში პრეზიდენტის ნეშთი ჩეჩნეთში გადაასვენეს, ზვიად გამსახურდიას დაკრძალვას გროზნოში ასობით საქართველოდან ჩასული ადამიანი დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის წინ ეს მათთვის ძალზედ სახიფათო იყო..

მხოლოდ 13 წლის შემდეგ დადგა საკითხი მის გადმოსვენებაზე თბილისში. ამის შესახებ ჩვენს გადაცემაში სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, გიორგი კერვალიშვილი გვესაუბრება.

“როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ოჯახობა და ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტის ნეშთის გადმოსვენების საქართველოში შევარდნაძის და მკვლელების რეჟიმის პირობებში. დღეს სხვანაირი სიტუაცია შეიქმნა, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის შედეგად ჩეჩნეთში, სადაც პრეზიდენტია დაკრძალული, მის საფლავს, იმ ტერიტორიას საფრთხე ემუქრება , რუსული ბულდოზერებია მიმდგარი..იქ ახალი ჩეჩნეთის მთავრობის რეზიდენციას აშენებენ. აქედან გამომდინარე, ეს იძულებითი ნაბიჯია.სად დაკრძალავენ ზვიად გამსახურდიას ? არის ათასი ვერსია : მთაწმინდაზე, სამების ეკლესიასთან... ვფიქრობ, სამების ტაძარზე გადაწყდება, იმიტომ რომ ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. როგორც დიდი ეროვნული გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, ჩვენ მოვალეთ ვრაცხავთ, რომ მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ და ჭეშმარიტმა ქართველმა კატეგორიულად მოითხოვოს ობიექტური გამოძიების დაწყება და იმის გარკვევა, რატომ არ ხდება პრეზიდენტის მკვლელობის გახსნა?! “

XS
SM
MD
LG