ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება უცხოელთა ევაკუაცია ლიბანიდან


ამერიკელ ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად კონფლიქტის ზონიდან დღეს ათასზე მეტი ამერიკელი უნდა გაიყვანონ. ამ დღეებში კიდევ რამოდენიმე ათას ამერიკელს მოუხდენენ ევაკუაციას.

ოპერაციაში ჩართულია ცხრა ამერიკული სამხედრო ხომალადი და ასობით ქვეითი მეზღვაური.

უკვე გაისმის ამერიკის მთავრობის კრიტიკა იმის თაობაზე რომ მან სწრაფად არ მოუხდინა ევაკუაცია ოცდახუთ ათას ამერიკელს რომლებიც ამჟამად ლიბანში იმყოფებიან.ასობით ამერიკელი დღეს სასწრაფოდ გაემგზავრა ლიბანიდან ჩარტერული სამგზავრო გემებით.

საფრანგეთმა და იტალიამ გემებით ათასექვსასზე მეტი ევროპელი გადაიყვანეს კვიპროსში. ბრიტანული სამხედრო გემით ბეირუთის პორტიდან უკვე დაიწყეს ბრიტანეთის ათასობით მოქალაქის ქვეყნიდან გაყვანა.

XS
SM
MD
LG