ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტმა რუსეთის სამშვიდობოების გაყვანაზე დადგენილება მიიღო !


საქართველოს მთავრობას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისთვის აუცილებები პროცედურების დაწყება დაევალა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე დადგენილებას ისტორიული უწოდა, - იმედს ვიტოვებ, რომ იგი უმოკლეს ვადებში შესრულდება, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციას, უმრავლესობას იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია დღეს ბოიკოტს შეწყვეტდა და სხდომას დაესწრებოდა. ზოგიერთი უმრავლესობის წევრისთვის ეს მოულოდნელიც იყო, ისიც ითქვა, რომ ერთპარტიული ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება არ აწყობთ. ნინო ბურჯანაძესაც მიმართეს, კიდევ ერთხელ მიემართა ოპოზიციისთვის, რომ დღევანდელ სხდომას დასწრებოდნენ, რაზე ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ყველა ასეთ მცდელობაზე მან ოპოზიციისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. გივი თარგამაძის განცხადებით დღევანდელ სხდომაზე არდასწრებით ოპოზიციამ პროდასავლური პოზიციის არქონა დააფიქსირა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის კომენტარი : რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მთელი პლანეტის მართვა. თუ ამ გზით წავიდა რუსეთის ხელისუფლება, ჩვენ საკმაოდ მალე , თუ ვერ დავინახავთ მათგან შემხვედრ რაღაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მოგვიწევს ე.წ. სამშვიდობო ძალების კანონგარეშედ გამოცხადება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ჩვენ მოვექცევით მათ, როგორც გამპყრობლებს და უკანონოდ შემოჭრილ ძალებს ჩვენს ტეროტორიაზე.

„ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, დავით განყრელიძე :

- ვადასტურებ, ჩვენ არა გვაქვს პროდასავლური, პრორუსული, გვაქვს ნამდვილად ქართული ორიენტაცია და სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რომ ქვეყანამ სერიოზულად გადაუხვია დემოკრატიული განვითარების გზას. საქართველოში არსებობენ სინდისის პატიმრები, ძალადობა იქცა ერთადერთ იარაღად ხილისუფლების ხელში...“.

XS
SM
MD
LG