ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი შეიძლება დათანმხმდეს  ინიციატივების მიღებაზე


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ განაცხადა რომ ისრაელი შეიძლება დათანმხმდეს ინიციატივების მიღებაზე თუ ჰეზბოლა გაათავისუფლებს ორ ებრაელ ჯარისკაცს და დამატებით სხვა წინა პირობებს შეასრულებს.

მან კერძოდ თქვა:

“ეს უნდა მოიცავდეს ლიბანის შეიარაღებულ ძალთა დისლოცირებას ქვეყნის სამხრეთში და ამ პოზიციებზე ჰეზბოლას შეცვლას. ამას გარდა უნდა მოხდეს ჰეზბოლას განიარაღება. უნდა შეწყდეს ისარელის ქალაქების დაბომბვა. ამას გარდა უნდა გატარდეს ზომები რათა მომავალში სირიამ და ირანმა ვეღარ შეძლონ ჰეზბოლას კვლავ შეიარაღება.”

ლივნიმ ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ რაც გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამ წარმომადგენლებიდან ერთერთმა, ტერიე როედ ლარსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას მაღალი შეფასება მისცა მოლაპარაკებებს და აღნიშნა რომ გაეროს წარმომადგენლებმა ისრაელს რამოდენიმე ინიციატივა გააცნეს რომელიც ლიბანის კრიზისის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

მ,ან კერძოდ თქვა:

“მხარეები შეთანხმდენენ იმაზე რომ საჭიროა პოლიტილკური ძალისხმევა იმისათვის რომ საბოლოო ანაგრაიშში მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას.”

გაეროს ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად ალბათ რამოდენიმე დღე იქნება საჭირო რათა მხარეებმა ეს ინიციატივები შეისწავლონ. როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალთა მეთაურის მოადგილემ დღეს განაცხადა სამხედრო ოპერაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ შეიძლება კიდევ რამოდენიმე კვირას გაგრძელდეს. იგი ამავე დროს არ გამორიცხავს დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანას ლიბანის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ რომ ისარელმა ექვსი წლის წინ გაიყვანა მისი ჯარები ლიბანიდან ამ ქვეყნის 18 წლის ოკუპაციის შემდეგ.

ისრაელის არმიის სტრატეგიული ოპერაციების დაგეგმვის ყოფილმა ხელმძღვანელმა შლომო ბრომმაა ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ იმ შემთხვევაში თუ ისრაელი დიდი რაოდენობით გადაისვრის მის სახმელეთო ძალებს ლიბანში ადგილი არ ექნება ლიბანის ტეროტორიის ოკუპირებას. მან კერძოდ თქვა:

“ არა მგონია რომ ჩვენ ისევ გავიმეორებთ იმ შეცდომებს, ეს რა საკვირველია არ გამორიცხავს სახმელეთო ძალების ჩართვას ამ კამპანიაში მაგრამ ჩემის აზრით ამ ძალებს სხვა მიზნებისათვის გამოიყენებენ. არ არის გამორიცხული რომ ისრაელმა მხოლოდ ხანმოკლე პრევენტიული სახის ოპერაციები ჩაატაროს ჰეზბოლას განადგურების მიზნით. ამას ლიბანის ტერიტორიის დატოვება მოჰყვება თან. ჩვენი ძალები არ დარჩებიან ლიბანის ტერიტორიაზე. “

ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელის მსგავსად სკეპტიკურად უდგებიან ლიბანში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელთა განლაგების იდეას. მათივე აზრით ცეცხლის შეწყვეტა სულაც არ უდრის ამ კრიზისის დასრულებას.

XS
SM
MD
LG