ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოტე გაბაშვილი - საქართველომ მოახერხა გამხდარიყო საინტერესო


როგორც ცნობილია, სანქტ-პეტერბურგში დიდი რვიანის სამიტი იმართება, რომელზეც მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს დაეთმო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის შედეგი ბოლო პერიოდში ჩვენი ძალიან აქტიური დიპლომატიური მუშაობისა, შედეგი იმისა, რაც ხდება ქვეყანაში გაძლიერებისა და რეფორმების განვითარების კუთხით.

ასევე ცნობილია, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ შეხვედრისას აშშ - ის პრეზიდენტთან ისინი ძირითადად საქართველოს კონფლიქტურ ზონებზე ისაუბრებენ.

„ საქართველოს კონფლიქტების საკითხი არაა ეთნიკური კონფლიქტები, ესაა თავს მოხვეული პოლიტიკური კონფლიქტები, რომლებიც პოსტსაბჭოური ძალების მცდელობას უკავშირდება, მიითვისონ მეზობელი ტერიტორიების ნაწილი მაინც „ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კოტე გაბაშვილს გავესაუბრე და შემდეგი კითხვით მივმართე :

- საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებად შეაფასა ის გარემოება, რომ დიდი რვიანის სამიტზე ზესახელმწიფოების პრეზიდენტებმა დრო დაუთმეს საქართველოს საკითხის განხილვას. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოს ბედი სხვაგან წყდება , და არა საქართველოში? კოტე გაბაშვილი :

„ საერთოდ, ბედი არ წყდება, ბედი კეთდება და კეთდება ბევრ ადგილას. არცერთი ქვეყნის საქმე არ კეთდება მარტო იმ ქვეყანაში. მოდით, ასე ვთქვათ, რომ სამყარო შედგება ქვეყნებიდან. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში ცხოვრობენ, ქვეყნებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ. პოლიტიკაში არავინაა იზოლირებული, მათ შორის საქართველოც. საქართველოს საკითხის გადაწყვეტა თუ მოხდება დიდი სახელმწიფოების კონტექსტში, ეს არის კარგი , ეს არის ფუნქციის დაბრუნება, ეს არის მის მიმართ ინტერესი. საქართველომ მოახერხა გამხდარიყო საინტერესო...“.

XS
SM
MD
LG