სანკტ პეტერბურში დასრულდა დიდი რვიანის სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები გააგრძელებენ ისეთ პრობლემებზე მუშაობას როგორებიცაა ძალმომრეობა ახლო აღმოსავლეთში, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
განცხადებაში , რომელიც ეხება ახლო აღმოსავლეთს, დიდი რვიანის სახელმწიფოთა ლიდერებმა ჰეზბოლას მოუწოდეს გაათავისუფლოს ებრაელი ჯარისკაცები და შესწყვიტოს სარაკეტო თავდასხმები ისრაელზე. იქვე ნათქვამია, რომ ისრაელმა უნდა შესწტვიტოს მისი საავიაციო დარტყმები ლიბანზე.