ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის სამხედრო ავიაციამ დარტყმა მიიტანა პალესტინის ავტონომიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე


ეს უკვე მეორე ამგვარი თავდასხმაა ამ რამოდენიმე დღის განავლობაში.დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სამინისტროს შენობის ის მხარე სადაც განლაგებულია პალესტინის ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრის მაჰმუდ ზაჰარის სათავო ოფისი. დარტყმის რაიონში რამოდენიმე შენობაა დაზიანებული, არიან დაჭრილები.

ისრაელი აცხადებს რომ სამინისტროს შენობას იყენებდნენ ისრაელის მიმართ ტერორისტული აქტების შემუშავებისათვის.

ღაზის სექტორში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა მოკლეს 5 პალესტინელი მოთარეშე და ერთი სამოქალაქო პირი.

დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელ მოთარეშეთა მიერ აფეთქებულ ნაღმს ისარელის ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.რამოდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა.

როგორც ისრაელის პოლიცია აცხადებს, დაკავებულია კამიკაძე ტერორისტი რომელსაც გაჩხრეკისას მის ხელ ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა.

XS
SM
MD
LG