ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარეობს უცხოელთა ევაკუაცია ლიბანიდან


ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალთა შვეულმფრენებით დღეს ბეირუთიდან ბრიტანეთის 40 მოქალაქე გაიყვანეს, უმეტესად ბავშვები, ქალები და ისინი ვინც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

მალე საევაკუაციო ოპერაციებში, ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალთა ერთერთი გემიც უნდა ჩართონ. სამასორმოცდაათი კაცი კვიპროსში გადაიყვანეს.

ამერიკული შვეულფრენებით ამერიკის საელჩოს ოც თანამშრომელს მოუხდინეს ევაკუაცია .დღესდღეობით ლიბანში დაახლოებით 25 000-მდე ამერიკელი იმყოფება.

XS
SM
MD
LG