ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აყოვნებს პასუხს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინიციატივებზე


ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო რომ ირანი აყოვნებს პასუხს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინიციატივებზე.

პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და ვლადიმერ პუტინმა მათ ერთობლივ კომუნიკეში აღნიშნეს რომ თეირანი სერიოზულად არ უდგება ინიციატივებს რომლებიც ირანს შესთავაზეს გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა სახელმწიფომ და გერმანიამ.

ეს კომუნიკე დღეს გამოქვეყნდა სანქტ-პეტერბურგში დიდი რვიანის სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრის ბოლო დღეს.

ორივე სახელმწიფოს ლიდერები ამას გარდა სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო.

ისინი ოფიციალურ ფხენიასნ მოუწოდებენ განაახლოს მორატორიუმი რაკეტების გამოცდაზე და ისევ ჩაერთოს ექვსმხრივ მოლაპარაკებაში მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ.

XS
SM
MD
LG