ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი რვიანის წევრი ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის შესახებ მსჯელობენ


აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ისრაელს ყველანაირი უფლება აქვს ლიბანში ჰეზბოლასგან დაიცვას თავი, თუმცა იმავდროულად იგი ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრაზე გამოსვლისას, ბატონმა ბუშმა ასევე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის მიზეზი ჰეზბოლა და მისი კავშირია სირიასთან და ირანთან. ამ ფონზე, თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი უარყოფს ისრაელის არგუმენტს, რომ ირანმა ლიბანში ჯარისკაცები ან იარაღი მიაწოდა ჰეზბოლას.

ირანის მთავრობამ ასევე გაფრთხილება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელს წარმოუდგენელ დანაკლისი მიადგება, თუ სირიას დაესხმებიან თავს. დამასკო, კი ამ დროს ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება.

დიდი რვიანი უმაღლესი დონის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა გამოთქვა თვალსაზრისი, რომ ირანისა და სირიის მიერ მხარდაჭერილ ექსეტრემისტებს ლიბანის დემოკრატიის მოშლა სურთ იქ დაძაბულობისა და შუღლის ჩამოგდებით. საფრანგეთის პრეზიდნეტმა ჟაკ შIრაკმა კი განაცხადა, რომ კონფლიქტშI მონაწIლე ყველა იმ მხარის მოქმედება, რომელიც ლიბანის უსაფრთხოებას, სტაბილობას და სუვერენიტეტს ემუქრება-დაუტოვნებლივ უნდა შეჩტდეს.

XS
SM
MD
LG