ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა გაეროს რეზოლუციას უარყოფს


ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ფხენიანი არ არის შეზღუდული გაეროს რეზოლუციით, რომელიც ჩრდილოეთ კოეის ლიდერების განცხადებით განპირობებული იყო ამერიკის მტრული დამოკიდებულებით ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

გაეროს უშიშროების საბჭომ, ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ფხენიანის დასჯას ისახავს მიზნად-ბირთვული რაკეტების გამოცდისთვის. რეზოლუცია მოითხოვს მსგავსი საქმიანობის შეწყვეტას და წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს ფხენიანისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების და საქონლის მიყიდვის და ასევე, ჩრდილოეთ კორეიდან შესყიდვის შემთხვევები აღკვეთონ.

აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს სანკტ პეტერბურგში განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერა ფხენიანს აიძულებს ბირთუვლი პროგრამის ირგვლივ არსებული დაძაბულობის განსამუხტავად ექვსმხრივი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

XS
SM
MD
LG