ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა


ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ბირთვული ენერგიის საკითხში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. ორი პრეზიდენტის განცხადებით, მათი ქვეყნები კარგ, პარტნიორულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ და ერთობლივად იმუშავებენ ტერორიზმისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საქმეში. თუმცა, ორი ქვეყნის ლიდერი განსხვავებულ პოზიციაზეა ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქyთან დაკავშირებით ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ ჰეზბოლას დასდო ბრალი ძალადობის ესკალაციისთვის, ორი ებრაელი ჯარისკაცის გატაცების და ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლისთვის.

ჯორჯ ბუშის განცხადებით: "ძალადობის შეწყვეტის საუკეთესო საშuალებაა ჰეზბოლა განიარაღდეს, და თავდასხმები შესწყვიტოს, ასევე სირიას მოვუწoდებ ჰეზბოლაზე ზეწოლა მოახდინოს."

რუსეთის ლიდერი კი აცხადებს, რომ სისხლისღვრა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს: მისი განცხადებით: ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ აბსოლუტურად მიუღებელია ძალის გამოტენებით მიზნის მისაrჩევად ბრძოლა. და ამიტომაც ისრაელის შეშფოთება გამართლებულია, თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ რომ ძალის გამოყენება დაბალანსებული უნდა იქნას."

XS
SM
MD
LG