ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ამუშავდა


ბაქო თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის ინაუგურაციასთან ერთად, იზრდება საერთაშoრისო ყურადღება რომელიც ამ საუკუნის პროექტს ბოლო ათი წელია ახლავს თან. დღეს, ჩვენს ეთერში ამ თემაზე კომენტარს აკეთებს ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში არსებული კასპიური პროექტის თანათავმჯდომარე ბატონი ბულენთ ალირიზა.

“ეს ისტორიული მოვლენა არ განხორციელდებოდა, რომ არა რეგიონის სამი ქვეყნის-თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის უერთიერთანამშრომობა, და რაღათქმა უნდა რომ არა ამერიკის დიდი მხარდაჭერა. ის ფაქტი, რომ ინაუგურაცია შედგა და ნავთობსადენმა დაიწყო მოქმედება - დიდი გამარჯვებაა ამ ქვეყნებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნავთობსადენი ფინანსურ მოგებას მოუტანს პირველ რიგში აზერბაიჯანს, და ასეე რეგიონის ორ ქვეყანას- საქართველოს და თუქეთს. ნავთობზე ფასების ზრდის და ნავთობპროდუქტების ნაკლებობის პირობებში-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მნიშვნელოვანია მსოფლიო საზოგადოებისთვის. დიდია მისი პოლიტიკური დატვირთვაც, რაც პირველ რიგში რეგიონალური თანამშრომლობის გააქტიურებით, და სულაც რეგიონალური კონფელქტების მოგვარებით გამოიხატოს. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არაბული სამყარო დღეს დიდ მოგებას ნახულობს ნავთობის ექსპორტიდან, თუმცა ამ ქვეყნებში რეგიონალური პრობლემები კვლავაც არსებობს.“

“კონკრეტულად საქართველოსთვის, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით-ნავთობსადენი, რომლის საშუალებითაც საქართველო თურქეთს, და შესაბამისად დასავლეთის მოკავშირეს მჭიდროდ უკავშირდება. საბოლოო ჯამში ეს არის მყარი, ცალსახა, ხელშესახები კავშირი, ხიდი დასავლეთთან. რა თქმა აუნდ ნავთობსადენის ამოქმედებიდან არ მოგვარდება საქართველოში არსებული ყველა პრობლემა, -სავარაუდოდ კონფლიქტები ან საქართველოს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან- არამედ ეს არის კიდევ ერთხელ- კონკრეტული, კავშირის საშუალება. “ ციტატის დასასრული როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, ამ კითხვაზე ჩვენი სტუმარი გვპასუხობს:

“რამდენადაც ეს პოლიტკური ინიციატივაა და ერთგვარი პოლიტიკური განაცხადი-მგონია, რომ რუსეთის რეაქციაც ნეგატიური იქნება. ეს ნავთობსადენი რუსეთის მონოპილიას ამცირებს ენერგომომარაგებაზე. რუსეთის პრეზიდნეტი მიწვეული იო ამ ინაუგურაციაზე, თუმცა იგი არ დაესწრი მას, რაც ასევე მოწმობს მოსკოვის პოზიციას. თუმცა რუსეთს და თურქეთს კარგი, პარტნიორული ურთიერთობები აქვთ-თურქეთის პრეზიდნეტი ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. და ამავე ფონზე, რუსეთი ალბათ დიდი დაპირისპირებისგან ალბათ შეიკავებს თავს, რამეთუ თურქეთი მისთვის მნიშვნლეოვანი პარტნიორია. თუმცა არ არის გამორიცხული პრობლემები საქართველოსთან მიმართებაში კვლავ წარმოიშვას მოსკოვის მხრიდან. და ვშიშობ რომ რუსეთი კიდევ უფრო გაამკაცრებს თავის პოზიციებს საქართველოსთან დამოკიდებულებისას.

რაც შეეხება ინაუგაციაზე წარმოდგენილ ამერიკულ დელეგაციას-მიწვეული იყო აშშ პრეზიდნეტი, თუმცა იგი გერმანიაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, და ამ წuთებში კი სანკტ პეტერბურგს მიემგზავრება. ამდენად შეუძლებელი იყო მისი თურქeთში ჩასვლა, თუმცა ის დელეგაცია რომელიც დაესწრო ამ ცერემონიას-სახ. მდივნის მოადგილის თანაშემწის და სხვა ოფიციალური პირების სახით- არანაირად არ ნიშნავს იმას რომ ამერიკა ნაკლებ ყურადღებას ან მხარდაჭერა უთმობს ნავთობსადენის მნიშვნელობას მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში.” ციტატის დასასრული შეგახეენებთ, რომ ვესაუბრებოდით ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის კასპიური პროექტის თანათავმჯდომარეს- ბატონ ბულენთ ალირიზას.

XS
SM
MD
LG