ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს


ისრაელი ღაზის სექტორს უტევს, რაც პალესტინელი მეამბოხეების მხრიდან სარაკეტო თავდასხმების შეჩერებას ისახავს მიზნად. ისრაელის მიერ დღეს ღაზაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმებისას დაზიანდა მთავარი ქუჩა და ერთი ობიექტი.

პალესტინელი მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როცა მის მანქანას ისრაელის ტანკის ჭურვი მოხვდა. ისრაელის სამხედროები კი აცხადებენ, რომ ამ პალესტინელის ავტომანქანა ისრაელის სამხედრო ძალების შორიახლოს მოძრაობდა, და მძღოლმა უგულვებელყო მათი მოთხოვნა- მანქანა შეეჩერებინა.

ამავე ინფორმაციით, ისრაელის დარტყმის სხვა ობიექტები მეამბოხეთა საწვრთნელი ცენტრები, და მათი ოფისები იყო. ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ პალესტინელები ღაზის სეტორში ჰეზბოლას მხარდასაჭერად დემონსტრაციებს მართავენ.

XS
SM
MD
LG