ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ფართე მასშტაბიანი შეტევა დაიწყო


ჰეზბოლას პარტიზანების მიერ გატაცებული ორი ებრაელი ჯარისკაცის მიგნების მიზნით, ისრაელმა ფართე მასშტაბიანი შეტევა დაიწყო ლიბანის წინააღმდეგ. სულ ცოტა სამი ებრაელი ჯარისკაცი იქნა მოკლული ამავე შეტაკებებისას.

ებრაელი ჯარისკაცების გატაცების შესახებ ინფორმაცია ჰეზბოლა ალ მანარის სატელევიზიო სადგურმა გაავრცელა. არაბულ ენაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯარისკაცები საზღვრის გასწვრივ განხორციელებული რეიდისას დააკავეს.

ამის საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი ლიბანის ხელისუფლებას აფრთხილებს რომ ისრაელი ბეირუთს სათანადოდ მიუზღავს თუ ჰეზბოლას პარტიზანები დღეს ლიბან-ისრაელის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისას დატყვევულ ორ ებრაელ ჯარისკაცს არ გაათავისუფლებენ.

ბატონმა ოლმერტმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანს აკისრებს პასუხისმგებლობას ამ ჯარისკაცების ბედისთვის. მისი თქმით, ისინი ლიბანმა ისრაელის წინააღმდეგ არა ტერორისტული თავდასხმის არამედ საომარი მოქმედებისას დააკავა.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია რათა გადაწყდეს ისრაელის მომდევნო ნაბიჯი.

საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ისრაელმა რეზერვისტებს სამხედრო სამსახურში გამოცხადებისკენ მოუწოდა, რაც ფართემასშტაბიანი სამხედრო კამპანიის დაწყებას უნდა მოასწავებდეს.

XS
SM
MD
LG