ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრეზიდენტი დღეს გერმანიაში გაემგზავრა, სადაც გზად სანკტ პეტერბურგისკენ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება


ქალბატონმა მერკელმა ჯორჯ ბუში მშობლიურ მხარე-მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიაში დაპატიჟა. ბალტიის ზღვის ეს ნაწილი წარსულში აღმოსავლეთ გერმანიის შემადგენლობაში შედიოდა. პრეზიდენტმა ბუშმა გერმანელი ლიდერის ეს მიწვევა უკვე შეაფასა როგორც გულუხვი სტუმართმოყვარეობა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ბუშის ეს ვიზიტი გერმანიაში პირველი ოფიციალური ვიზიტია მას შემდეგ რაც მერკელი გერმანიის პირველ კანცლერი ქალი გახდა.

აშშ ლიდერი გერმანიიდან რუსეთს გაემგზავრება, სადაც დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრამდე იგი რუსეთის ლიდერს შეხვდება.

XS
SM
MD
LG