ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ რამსფელდის განცხადებით თალიბთა პარტიზანული მოძრაობა ავღანეთში განადგურებული იქნება


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის დონალდ რამსფელდის განცხადებით თალიბთა პარტიზანული მოძრაობა ავღანეთში განადგურებული იქნება და მეზობელმა ქვეყნებმა უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ თალიბანის და ალ-ყაიდას წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღეს ქაბულში თავისი მოულოდნელი ვიზიტისას ბატონმა რამსფელდმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიუხედავად ავღანეთის საზღვრების უსაფრთხოება მაინც არ არის უზრუნველყოფილი და მოთარეშეები ძირითადად პაკისტანის ტერიტორიიდან მოქმედებენ.

დონალდ რამსფელდმა ევროპის სახელმწიფოებს ავღანეთის დახმარებისკენ მოუწოდა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ცნობილია ავღანეთი მსოფლიოს ოპიუმის და ჰეროინის 90%-ს აწარმოებს.

ამერიკის მოკავშირე კოალიციური ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ჰელმენდის პროვინციაში 30 მეამბოხე გაანადგურეს, უზურგანის პროვინციაში კი 40 თალიბი მოკლეს.

XS
SM
MD
LG