ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია გააგრძელებს გაეროს უშიშროების საბჭოზე ზეწოლას


იაპონია გააგრძელებს გაეროს უშიშროების საბჭოზე ზეწოლას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზნით.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით ტოკიო რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოითხოვს კომუნისტური სახელმწიფოს დასჯას შორი რადიუსის რაკეტების გამოცდის გამო.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს იაპონიის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა დაამტკიცოს. თუმცა ამ რეზოლუციისთვის კენჭისყრაზე ჯერჯერობით თავს იკავებენ ვიდრე არ ამოწურულა პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგავრების შესაძლებლობა.

ჩინეთი აკრიტიკებს იაპონიას ზედმეტად ხისტი პოზიციის გამო და აცხდებს, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემოღება კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას რეგიონში და უთანხმოებას გამოიწვევს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის.

შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატი ქრისტოფერ ჰილი დღეს პეკინში ჩავიდა ჩრდილოეთ კორეის პრობლემაზე ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელების მიზნით.

XS
SM
MD
LG