ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.


ერაყის პოლიციის განცხადებით სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში განხორციელებული თავდასხმების შედეგად.

ბაღდადის სუნიტურ უბანში შეიარაღებულმა პირებმა შიიტების წმინდა ქალაქ ნაჯაფისკენ მიმავალ სამგლოვიარო პროცესიაზე მოახდინეს თავდასხმა და 10 ადამიანი მოკლეს.

ერაყის დედაქალაქის კარგად დაცული მწვანე ზონის მახლობლად კი კამიკაძემ რესტორნის შესასვლელთან ავტომობილი ააფეთქა, რამაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 10 დაიჭრა. კიდევ 5 კაცი დაიღუპა მანსურის უბანში ერაყის სამშენებლო კომპანიაზე თავდასხმის დროს.

ამას გარდა ბაღდადის შიიტური უბნიდან ირანის ქალაქ ქერმანშაჰში მომუშავე ერაყის კონსული გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG