ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დიდი რვიანის უმაღლესი შეხვედრაში მონაწილეობისათვის ემზადება.


იგი ხვალ მიფრინავს გერმანიას, საიდანაც იგი სანკტპეტერბურგს გაემგზავრება.

თეთრი სახლი დაჟინებით უარყოფს იმას რომ ბოლო დროს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა გაუარესდა.

ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს სტივენ ჰედლის მიაჩნია რომ მიუხედავად განსაზღვრული პრობლემებისა ამ ორ სახელმწიფოს შორის, აშშ და რუსეთი მთელ რიგ დარგებში მაინც თანამშრომლობენ:

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საკითხებში რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისათვის ასევე ჩვენთვის, მაგალითად, ირანი, ჩრდლოეთ კორეა,და ტერორიზმთან და ბირთვული იარაღების გავრცელებასთან ბრძოლა.

ზოგი ამერიკელი პოლიტიკოსი პრეზიდენტ ბუშს მოუწოდებს რუსეთში ვიზიტის დროს საჯაროდ გააკეთოს განცხადებები იმის თაობაზე რომ რუსეთში ადგილი აქვს დემოკრატიული პროცესების შენელებას.

ბატონ ჰედლის კი მიაჩნია რომ პირადი კონტაქტებით რუსეთის პრეზიდენტთან პრესიზედენტი ბუში უფრო მეტს მიაღწევს:

“ჩვენ საჯაროდ უკვე არაერთი განცხადება გავაკეთეთ დემოკრატიის შესახებ, მაგრამ როგორც დავინახეთ ამ პრობლემების მოგვარებისათვის უფრო ქმედითია პირადი და გულწრფელი საუბრები . “

XS
SM
MD
LG