ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია გაეროს უშიშროების საბჭოსგან ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს


იაპონიის პრემიერ-მინისტრის იუნიჩირო კოიზუმის განცხადებით ტოკიო არ მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოსგან დღესვე უყაროს კენჭი მის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

იუნიჩირო კოიზუმი მიიჩნევს, რომ იმ დროს როდესაც ჩინეთის ვიცე-პრემიერი ფხენიანში ჩრდილო კორეელთა დარწმუნებას ცდილობს დაუბრუნდნენ ექვსმხრივ მოლაპარაკებებს დღეს კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

ჩინეთის მთავრობის დელეგაცია ვიცე-პრემიერ ჰუი ლიანგუის მეთაურობით დღეს ჩავიდა ფხენიანში.

იაპონია გაეროს უშიშროების საბჭოსგან ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს, თუმცა ჩინეთი, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს ამის წინააღმდეგია.

იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ქრისტოფერ ჰილის განცხადებით:” ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელებს კარგად აქვთ გააზრებული ერთიანი პოზიციის მნიშვნელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების და იაპონიის თანამშრომლობა ამ პრობლემის გადაწყვეტის საქმეში შეიძლება იდეალურად ჩაითვალოს.”

XS
SM
MD
LG