ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა


ერაყის პოლიციის განცხადების თანახმად , ქალაქ სადრის შიიტებით დასახლებულ რაიონში ზედიზედ ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებამ იმსხვერპლა 8, ხოლო დაჭრილია ოცზე მეტი კაცი.

ბაღდადში ნაღმების აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი.

ასევე დედაქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ბაზარში ნაღმის აფეთქებისას დაიღუპა 3, ხოლო დაიჭრა სულ მცირე 18 ადამიანი.

გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი პოლიციელი.

ერაყის ჩრდილოეთით , კერძოდ ქალაქ კირკუკში კამიკაძე ტერორისტი სატვირთო მანქანით შევარდა ქურთთა პოლიტიკური პარტიის, “ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანების” ოფისის შენობაში.

აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ხოლო დაიჭრა რვა ადამიანი.

ამის ფონზე, სასამართლოში ერაყის ყოფილი ლიდერის სადამ ჰუსეინისა და 7 განსასჯელის ვექილთა დასკვნითი გამოსვლები ისმინება.

XS
SM
MD
LG