ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი რვიანის შეხვედრის წინასწარი მიმოხილვა: ექსპერტის აზრი


ოთხშაბათს 12 ივლისს სანკტ პეტერბურგში დიდი რვიანის წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება. საზგადოებისთვის უკვე სავარაუდოდ ცნობილია ამ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკანასკენლი განცხადების თანახმად, უმაღლესი დონის შეხვედრის დღის წესრიგის მთავარ ნაწილს ბირთვული გაუვრცელებლობის, ტერორიზმისა და კონფლიქტების სფეროები დაიკავებს. ლავროვის განცხადებით, უმაღლესი დონის შეხვედრებზე, ჩვეულებისამებრ რვა სახელმწიფოს წარმომადგენლის გარდა ევროკავშირი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბრაზილია და მექსიკაც იღებენ მონაწილეობას. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წარმომადგენლის რანგში მიწვეულია ყაზახეთის პრეზიდენტიც. სწორედ ამ მთავარი საკითხების წამოჭრის ფონზე, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ დადგება რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების და კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების საკითხიც. ყოველ შემთხვევაში ასეთი მინიშნება გასულ კვირას გააკეთეს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარომადგენლებმა.

ჩვენთვის ექსკლუზიურ კომენტარს აკეთებს ვაშინგტონის პრესტიჟული ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტი.

იოჰანეს ლინი: “რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ გაცხადებული ოფიციალური დღის წესრიგის გარდა, იქნება სხვა საკითხებიც რომლებზეც წარიმართება განხილვა. ოფიციალურად გაცხადებულ საკითხებში მე ვგულისხმობ შიდსის და ფრინველის გრიპის, განათლების საკითხებს, და ბირთუვლ გაუვრცელებლობას, არაოფიციალურ საკითხებში კი ანტიტერორისტულ ოპერაციებს, და ვალის შემსუბუქებას მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის.”

ლინი: “მიუხედავად ამისა, წლევანდელი სამიტი, ჩემი აზრით, მაინც ნაკლებად იქნება აქცენტირებული უღარიბესი ქვეყნების დახმარების და ვალის შემსუბუქების ინიციატივებზე, განსხვავებით შარშანდელი შეხვედრიდან. თუმცა ეპიდემიების შეკავება და ენერგო უსაფრთხოება რათქმა უნდა ასეთი გაღატაკებული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია.” რა საკითხებს წამოჭრის ჯორჯ ბუში ვალდიმერ პუტინთან შეხვედრისას- ჩეჩნეთი, მართველობა რუსეთში, თუ მედიის თავისუფლება.

“ ფაქტია, რომ უკანასკნელ დროს განვითარებული მოვლენები ჩრდილოეთ კორეაში და ჩინეთში მეტნაკლებად ჩრდილავს ყველა სხვა საკითხს. ჯორჯ ბუში ამდენად შეეცდება რუსეთის მხარდაჭერა მოიპოვოს ამ მიმართულებით რაც შეასუტებს მის სურვილს პუტინთან რუსეთის შიდა საკითხებზე იკამათოს. თუმცა, ისიც სავარაუდოა, რომ რუსეთის მიერ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის ფაქტები, ალბათ მაინც დადგება დღის წესრიგში. ორმხრივი შეხვედრებისას რუსეთსა და ამერიკას შორის-სავარაუდოდ წამოიჭრება საქართველოს და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საკითხი, რამეთუ ამერიკა მეტად არის დაინტერესებული იქ მიმდინარე რეფორმების წარმატებით და მხარდაჭერით. ამერიკა დაინტერესებული იქნება იმაშიც, რომ რუსეთთან შეათანხმოს სამხრეთ კავკასიაში არსბეული კონფლიქტების ბედიც, და ის, თუ რა უნდა გააკეთოს დიდი რვიანის ჯგუფმა ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.”

XS
SM
MD
LG