ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის სუნიტურ უბანში შეიარაღებულმა პირებმა 35 ადამიანი მოჰკლეს


ბაღდადის სუნიტურ უბანში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 35 ადამიანი მოკლეს. ერაყის ხელისუფლების განცხადებით თავდამსხმელებმა დრებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი შექმნეს, სადაც მანქანებს აჩერებდნენ და მგაზავრებს ადგილზე ხრეტდნენ. ამასობაში ერაყის სამთავრობო ძალებმა ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით კადაჰიმიას რაიონში რეიდი ჩაატარეს, რომლის დროსაც 9 მოთარეშე გაანადგურეს 2 დაჭრეს და 7 ტყვედ აიყვანეს. გარდა ამისა ერაყის შეიარარებულმა ძალებმა ბაღდადის შიიტურ უბანში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში 20 ადამიანი დააპატიმრეს, როდესაც ტერორიზმში ეჭვმიტანილს ეძებდნენ.

XS
SM
MD
LG