ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში ისლამისტ მეამბოხეებთან მომხდარი შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა


ისლამის მეომრებმა სომალიში ერთ-ერთი სამხედრო ბელადის ლაშქარზე მიიტანეს იერიში. თვითმხილველთა განცხადებით ბრძოლის დროს 19 ადმიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. მოწინააღმდეგე მხარეები ამ ბრძოლისას ნაღმტყორცნებს არტილერიას და მძიმე სამხედრო ტექნიკას იყენებდნენ. მუსულმანებმა ეს მოწინააღმდეგე ერთი თვის წინათ სომალის დედაქალაქ მოგადიშუდანაც გააძევეს. ისლამისტები აცხადებენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ წესრიგის დამყარება სომალიში, რომელიც უკვე 15 წელია ანარქიით არის მოცული.

XS
SM
MD
LG