ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიამ გაეროში რეზოლუციის პროექტი შეიტანა


იაპონიამ გაეროში რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელიც ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს შორი რადიუსის რაკეტების გამოცდისათვის. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო ასომ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა არ წავიდეს კომპრომისზე მხოლოდ იმის გამო, რომ ჩინეთი აღნიშნული რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ გამოდის. უშიშროების საბჭოს უმრავლესობა მხარს უჭერს იაპონიის წინადადებას, მაგრამ ჩინეთი და რუსეთი უფრო ზომიერი რეზოლუციის მიღების მომხრენი არიან, რომელიც ორშაბათს დადგება კენჭისყრაზე. როგორც ცნიბილია ჩინეთი უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს, მაგრამ ის შესაძოა იზოლაციაში მოხვდეს თუ აღნიშნული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. ამასობაში შეერთებული შტატების ელჩი ქრისტოფერ ჰილი ტოკიოში ჩავიდა ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG