ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი აფართოვებს სამხედრო ოპერაციების მასშტაბებს ღაზის სექტორში


ისრაელი აფართოებს სამხედრო ოპერაციის მასშტაბებს ღაზის სექტორში. ისრაელის ტანკები და ბულდოზერები უკვე ქალაქ ღაზის გარეუბნებს მიუხლოვდნენ. ისრაელი პალესტინელთა სარაკეტო თავდასხმების აღკვეთას და გატაცებული ჯარისკაცის განთავისუფლებას ისახავს მიზნად. ისრაელმა ჯარი გაიყვანა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი რაიონებიდან და ამჟამად სამხრეთ ნაწილზე გადაიტანა ძირითადი ყურადღება. პალესტინის მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა. ერთ კვირიანი ბრძოლების დროს 40 პალესტინელი და ისარელის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. პალესტინის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაცია ჰამასის ლიდერმა ისმაილ ჰანიამ პალესტინელ მეომრებს და ისრაელის არმიას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამაზე ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა მარკ რეგევმა განაცხადა, რომ მშიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება თუ ისრაელის ჯარისკაცს გაანთავისუფლებენ და პალესტინელები შეწყვიტავენ ისრაელის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვას. დღეს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად კიდევ სამი პალესტინელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG