ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამლეტ გეგია საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ თბილისიდან


სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესმა, უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა, ბათუმში დევნილთა მიმართებაში მომხდარმა ფაქტმა ბოლო დღეებში პოლიტიკური ვითარება გაართულა. 2 დღის წინ ყოველივეს რუსთავი-2 ჟურნალისტის, ეკა ხოფერიას განცხადება დაემატა შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადადგომის თაობაზე. ინტელიგენციის ნაწილი ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანდა და ხელისუფლებისგან კანონის დაცვას მოითხოვს ხალხმრავალ, საპროტესტო აქციებზე.

მოვლენებმა იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ განცხადება გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა, მისივე განცხადებით აშშ-ის საელჩო დაინტერესებულია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებით და იმედი გამოთქვა, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით არაფერი დაიმალება და ყველა დამნაშავე სამართლიანად დაისჯება.

საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი არველაძის თქმით „პოლიტიკური ელიტის ნაწილი ვერ გრძნობს რა დროში , რა ეპოქაში ცხოვრობს, მათ ვერ გაუგიათ, რა ძალები დგას ქვეყნის სათავეში“. აღნიშნულ საკითხებზე ჩვენს გადაცემაში მასმედიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია საუბრობს. ჰ.გეგია : „ ... დაძაბულობა არ არის ხელოვნურად შექმნილი, ამის საფუძველი ობიექტურად არსებობს და თუ ეს საფუძველი არ იქნა განეიტრალებული, შეიძლება საქართველოს საზოგადოება სერიოზულ ჩიხში შეიყვანოს. - პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. აუცილებელია ჯანსაღი კომპრომისების მოძებნა, რათა ეს მუხტი გამოყენებული არ იქნეს მე-5 კოლონის ინტერესებიდან გამომდინარე, რისი საშიშროება რეალურად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. რუსეთის რეაქციული ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ყველა ჩვენი შეთანხმება, დადებული აშს-ან, ევროკავშირთან და ა.შ. - ყველაფერი წყალში ჩაგვიყარონ. - პრეზიდენტმა, პარლამენტმა უნდა გადადგან ნაბიჯები, რომ ეს მუხტი გადავიყვანოთ ჯანსაღი დებატების და განსჯის ფარგლებში “.

XS
SM
MD
LG