ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინია კაკაბაძე: ახალი კინო ჟურნალი თბილისში


6 ივლისს კინოთეატრ “რუსთაველში”, კინოს მოყვარულთათვის ორი სასიამოვნო სიახლის წარდგენა მოხდა. პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის პრემიერა და ახალი კინო ჟურნალის პრეზენტაცია. კინოხელოვნების თაყვანისმცემელთათვის, ორივე მათგანი საინტერესო და იმედის მომცემი სიახლეა. პირველ რიგში ჟურნალი _ “კინო”. ჩვენი რესპოდენტია ჟურნალის ერთერთი ავტორი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი. ეყოლება თუ არა ამ ჟურნალს მკითხველი და რა არის ის, რის მიხედვითაც ჩვენ მკითხველს მოვიზიდავთ.

თეო ხატიაშვილი _ თუ გავითავლისწინებთ ტელეარხების რეიტინგულობას, სადაც კრიტიკა ყველაზე მეტად ფასობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებები, აქედან გამომდინარე, ვინაიდან ეს ჟურნალი ძირითადად ასეთი იქნება, გარკვეულწილად ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, _ ჟურნალი კინო გამოიწვევს მკითხველის ინტერესს. ჩვენი წერილები არ იქნება დითირამბული ხასიათის, ამ ვაკუუმს შეავსებს ეს ჟურნალი. და ალბათ ეს იქნება მისი პოპულარულობის გარანტი.

ჩვენ ასევე ვთარგმნით თეორიულ სტატიებს უცხოური კინოს ჟურნალებიდან. აქამდე ასეთი სახის სტატიებს ჩვენ ვკითხულობდით რუსულ ჟურნალებში, დღეს ჩვენ ვთარგმნით როგორც რუსულიდან ასევე უცხოურიდან. ასე რომ ვეცდებით კინოთი დაინტერესებული მკითხველის ცნობისმოყვარეობა და ინტერესები დავაკმაყოფილოდ. და ალმოდოვარის უკანასკნელი ფილმი “დაბრუნება”.

ფილმის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ისმის, ვიღაცა ალმოდოვარის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევს, ვიღაცას არ მოსწონს და ვიღაც “დაბრუნებას” რეჟისორის მორიგ, ჩვეულ სტილში გადაღებულ კინონაწარმოებად აღიქვამს. კინომცოდნის აზრი:

თეო ხატიაშვილი _ დავიწყებ , რომ ალმოდოვარი ჩემი უსაყვარლესი რეჟისორია. ეს ფილმი საინტერესოა, მაგრამ მომეჩვენა რომ რეჟისორს მაინც ერთგვარი კრიზისული ხანა უდგას, ალმოდოვარი მეორდება. მაგრამ ეს ულამაზესი ფილმია და მსახიობები მართლაც შესანიშნავები არიან. განსაკუთრებით კი პენელოპა კრუზი, ამ ფილმის ნახვის შედეგ დავრწმუნდი რომ ის ძალიან დიდი ტალანტის მქონე მსახიობია.

ასე, რომ ნახეთ ესპანელი კლასიკოსი პედრო ალმოდოვარის უკანასკნელი ნამუშევარი “დაბრუნება”. ნახეთ ყველამ, ვისაც ეს რეჟისორი, მისი ფილმები და ზოგადად კინო გიყვართ.

XS
SM
MD
LG