ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ლონდონში განხორციელებული ტერაქტების პირევლ წლისთავს  აღნიშნავენ.


ბრიტანელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას ვინც ლონდონის მეტროში კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელებულ აფეთქებებში დაიღუპა.

შეგახსენებთ რომ ლონდონის ტერაქტებს ორმოცდათორმეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დედოფალმა ელისაბედმა და პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა მიიღეს მონაწილეობა საგანგებო სამგლოვიარო ცერემონიალში რომელიც დღეს შუადღეს გაიმართა.

ცერემონიებს აგრეთვე ადგილი ჰქონდა მეტროს იმ სადგურებზე და ტევისტოკის მოედანზე სადაც ტერაქტები განხორციელდა.

გადაიცა ვიდეო მასალა რომელზედაც ოთხიდან ერთერთი კამიკაძე ტერორისტი აცხადებს რომ ეს ტერაქტები ჯერ მხოლოდ დასაწყისია იმ ტერაქტებისა რომელსაც მომავალში ექნება ადგილი.

XS
SM
MD
LG